იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
მანამდე პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცენ.
„აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს უკრაინისთვის დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხისგან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს მწვავე საჭიროება, უკრაინას დავეხმაროთ, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო უკრაინაში ომის მონაწილე მხარე არ გახდება, რადგანაც ეს არაპროგნოზირებად შედეგებს მოუტანს მთელ მსოფლიოს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.