ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება
რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძლება.
ამასთან ერთად, ზელენსკის თქმით, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.
ზელენსკის განცხადებით, ასევე შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება განკარგონ ის ქონება, რომელიც კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ასევე, ზელენსკიმ დაავალა ყველა შესაბამის ორგანოს, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები.
„სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი არ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბორორტების ცდუნების დაძლევა. რას ვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების საშუალება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1TV
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.