უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებულ ყოველდღიულ ინფორმაციაში.h
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად.
ამის საბუთად უკრაინის გენშტაბში მოჰყავთ ის ფაქტი, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, დასახლებულ პუნქტ პოლოგიდან და ინჟინერნოედან რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება. ხოლო დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში რუსები ატარებენ აღწერას მოსახლოების ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით.
უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს. განადგურებულია 15 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამალი.
1tv
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.