მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
„ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს აღწევს, ხოლო კიდევ 100-150 000 დაჭრილი ან დაკარგულია.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს ციფრები შეცდომა იყო და საქმე ეხება დაჭრილთა და მოკლულთა საერთო რაოდენობას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.