შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც.
„უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპებისა და საერთო უსაფრთხოების საყრდენის დასაცავად. რუსეთის აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვა უკრაინის საზღვრებს გარეთაც. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.