Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის.

"გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.

ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიციური ბლოკი.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა პოლიცია მიავლინა უკრაინის ახლად კოლექტივიზებულ ფერმებში, მათგან მარცვლეულის და პირუტყვის სრულად კონფისკაციის მიზნით - მათ შორის თესლის, რომელიც მომდევნო წლის მოსავლისთვის იყო საჭირო.

შემდგომ თვეებში მილიონობით უკრაინელი გლეხი დაიღუპა შიმშილით. ამ პროცესს იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი უწოდებს "აშკარად წინასწარ დაგეგმილ მასობრივ მკვლელობას".

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...