Jump to content
Planeta.Ge

ნენსი პელოსის წარმომადგენელთა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის


აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსის შეცვლის.

ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება. კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი პელოსიმ, მანამდე განაცხადა, რომ თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად კანდიდატურას აღარ წარადგენდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...