პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით.
აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.
"სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ქვეყნის ცას უფრო უსაფრთხოს გახდის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.