მეიდანს შიგნით - როგორ გამოიყურება 30 მილიარდ დოლარიანი მიტოვებული ქალაქი დუბაიში
ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში - დუბაი, ცნობილია თავისი ცოცხალი კულტურით, მდიდარი ისტორიით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ცათამბჯენებით.
ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და ყველას ერთი სურვილი აქვს - ცოტა ხნით მაინც იცხოვროს ისეთ ფუფუნებაში, როგორიც შეიხების ყოველდღიურობაში გვხვდება.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი ყოველწლიურად ახდენს ახალი მეგაპროექტების პრეზენტაციას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქი ბრწყინვალე და ინოვაციურ არქიტექტურასა და ინჟინერიაში ლიდერობს.
მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია 30 მილიარდი დოლარის ღირებულების Meydan City. 40 მილიონ ფუტზე გაშენებული გიგანტური ქალაქი განკუთვნილია 80 000 მოსახლეზე. პროექტის განხორციელების წუთიდან, ახალი ულტრათანამედროვე ქალაქის მიმართ საყოველთაო ყურადღება იყო მიმართული, თუმცა საინტერესოა, რა დაემართა მას დღეს? რატომ არის მიტოვებული?
Meydan City
Meydan City-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. დეველოპერს პროექტის დასრულება 2020 წლისთვის სურდა. მათ უნდა აეშენებინათ მსოფლიოში უდიდესი საცხოვრებელი კოშკი, მსოფლიოში უდიდესი სარბოლო ტრასა, უზარმაზარი დახურული სათხილამურო კურორტი, ძვირად ღირებული სავაჭრო ცენტრი და მრავალი სხვა მასშტაბური შენობა.
თუმც მალევე ფინანსური დაბრკოლებების გამო პროექტის განვითარება შეჩერდა. დეველოპერს კი 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანება დაეკისრა.
რას უნდა ელოდო ამ ქალაქისგან?
პროექტის მიხედვით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა არის Meydan One Mall, სადაც მცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 500-ზე მეტი მაღაზიით, 100 რესტორნით და მსოფლიოში უდიდესი დახურული სათხილამურო ტრასით. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც დუბაია, დახურული სათხილამურო ტრასის აშენებას მილიონები სჭირდება. აღნიშნული სათხილამურო ტრასა გადაჭიმულია 1,2 კილომეტრამდე დაღმართზე.
სავაჭრო ცენტრში ასევე განთავსებულია 13200 კვადრატული მეტრის ფართის ჰიპერმარკეტი. დეველოპერები ასევე გეგმავენ ქალაქში უდიდესი საცხოვრებელი კოშკის აშენებას. მასში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 350 ნომრით.
ქალაქის ცენტრში ასევე არის გიგანტური შადრევანი, რომელსაც წყლის ატყორცნა 380 მეტრამდე შეუძლია. იგეგმება გიგანტური წყლის პარკის აშენება, ატრაქციონებითა და სხვა გასართბი ინფრასტრუქტურით.
რაიონის პირველი ეტაპი და მეგაპროექტის საცხოვრებელი ფაზა არის Meydan Sobha. მას აქვს უზარმაზარი ხელოვნური ტბა, რომელიც ვილას ქალაქის სხვა ნაწილებისგან ჰყოფს. ის საზოგადოებისთვის 2020 წლის 27 მარტს გაიხსნა.
მიზეზი, რის გამოც მეიდან ქალაქი მიტოვებულია
სამწუხაროდ, პროექტის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, COVID-19 პანდემიის გამო ის დაიშალა. Meydan Real Estate გაკოტრდა და განაცხადა, რომ არ აქვთ საკმარისი სახსრები პროექტის დასასრულებლად. ამ დროისთვის მათ 4 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვთ.
დღეის მდგომარეობით Project Riviera არის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მუშავდება. საცხოვრებელი კომპლექსის მხოლოდ 25% არის აშენებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშენებლობა გრძელდება, მაგრამ ნელი ტემპით.
ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ 30 მილიარდი დოლარის მიტოვებული ქალაქი მეიდანი გაცოცხლდება. ბოლოს და ბოლოს, ქალაქი დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის სასურველი პროექტია.
წყარო: www.therichest.com
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.