Jump to content
Planeta.Ge

პენტაგონი: უკრაინისთვის Patriot-ების მიწოდება არ იგეგმება


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა, კომენტარი გააკეთა ცნობაზე, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდების საკითხს. მისი სიტყვებით, მართალია, ამის თაობაზე დისკუსია არსებობს, მაგრამ ამჟამად ამ იარაღის კიევისთვის გადაცემა არ იგეგმება.

რაიდერის თქმით, ამ ერთობ რთული სისტემების მართვისა და მომსახურებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალია საჭირო.

რაიდერის სიტყვებით, „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა და გამოყენების დაწყება“.

უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის შესაძლებლობაზე და იმაზე, რომ ეს სისტემები მას საშუალებას მისცემდა ეფექტიანად დაეცვა თავი რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან, ინტენსიურად მიმდინარეობს დისკუსიები, ძირითადად ევროპულ პოლიტიკურ წრეებსა და ნატოში. დისკუსიები განსაკუთრებით გახშირდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

29 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, რომ განიხილება უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის საკითხი:

„განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ები.“

ეს სისტემები უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, ასევე საავიაციო და ფრთოსანი რაკეტების გადასატაცად და გასანადგურებლად.

შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა აშშ გავლენას თავის მოკავშირეებზე, თუკი მათგან რომელიმე მოინდომებს უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემას, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ სურს სხვა ქვეყნების სახელით ლაპარაკი, მაგრამ ეს სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა.

რადიო თავისუფლება

მაგრამ, ვინაიდან ეს საკითხი ნატოს წევრ ქვეყნებსაც ეხებათ, აშშ ვარაუდობს, რომ ეს მთელი ალიანსის განხილვის საგნად იქცევა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...