Jump to content
Planeta.Ge

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა


ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა.

დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...