პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია
პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია.
კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს.
მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.