Jump to content
Planeta.Ge

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი 350 გენერატორის გადაცემის გეგმის შესახებ გამოაცხადა.

„დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

მისი თქმით, ზელენსკიმ და შოლცმა ასევე განიხილეს გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და გრძელვადიანი აღდგენის კონტექსტში და "შეთანხმდნენ გააგრძელონ აზრთა მჭიდრო და კონსტრუქციული გაცვლა და დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში".

ოლაფ შოლცთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ განიხილეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში.

„პრიორიტეტები ნათელია - დაცვა სარაკეტო ტერორისგან, ელექტროენერგიის აღდგენა, სასურსათო უსაფრთხოება. მადლობა გადავუხადე კანცლერს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...