კახა კალაძის განცხადებით, დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა
დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. კონკრეტული სივრცეების გამოყოფა სადისტრიბუციო მანქანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა“,- განაცხადა კალაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.