Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი მედვედევი - თუ კიევს Patriot-ის კომპლექსები გადაეცემა, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება


ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ნატო, კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია", - წერს მედვედევი „ტელეგრამის” არხზე.

ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იმუქრება, რომ თუ კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, ისინი რუსეთის სამხედრო სამიზნეები გახდებიან.

„თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად Patriot-ის კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...