ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რომ შეძლოს საზღვრების დაცვა, ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა.
„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა მათ შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.