ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებებს ვმართავთ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორ გავაძლიეროთ მათი მდგრადობა
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილება, როგორ გაძლიერდეს პარტნიორობა აღნიშნულ ქვეყნებთან.
მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მოლაპარაკებებს ვმართავთ მოწყვლად პარტნიორებთან – საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებთანაც ველოდებით აზრთა გაცვლას იმასთან დაკავშირებთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მოწყვლადი პარტნიორების მდგრადობა ამ აგრესიის წინაშე“, – განაცხადა მინისტრმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.