ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილზე გავიდა.
თიბილაშვილმა ფრანგი ბიანა ვიდესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ხოლო 1/2-ფინალში უნგრელ ევა ჰაჯმასის 15:7 სძლია, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან შეხვედრისას მსაჯის გადაწყვეტილებით არაერთი წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად მოწინააღმდეგეს ავტომატურად დაემატა ქულები და ასპარეზობა პოლონელის სასარგებლოდ დასრულდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ირმა ხეცურიანის, ნინი თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ხვალ ძალებს გუნდურ შეჯიბრში მოსინჯავენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.