CNN - აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ყველა შესაძლებლობა განიხილება… Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება”, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
CNN-ის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს.
“ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.