Jump to content
Planeta.Ge

აშშ უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს ელექტროქსელებისთვის


აშშ-მა გამოაცხადა, რომ 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, რათა შეიძინოს მისთვის ელექტროქსელის მოწყობილობა. ვაშინგტონის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი გამიზნულად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დარჩა გათბობის გარეშე.

„ეს ტექნიკა სწრაფად მიეწოდება უკრაინას გადაუდებელ რეჟიმში, რათა გამოზამთრებაში დავეხმაროთ უკრაინელებს,“ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 29 ნოემბრის განცხადებაში.

მაშინ, როცა ეს განცხადება გაკეთდა, ბუქარესტში მიმდინარეობს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...