Jump to content
Planeta.Ge

ოლენა ზელენსკა - რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს


თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.

„რატომ აკეთებს ამას რუსეთი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თავად არის ტერორისტი. ის იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას. მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი შუქი ანათებს. მთელ უკრაინაში იქმნება ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დატენონ თავიანთი გაჯეტები და იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და არ არიან მიტოვებული. ასეთ ცენტრებს ვუწოდებთ „უძლეველობის ცენტრებს“. მათ უნდათ ჩვენი გატეხა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთად ვდგავართ“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

მისი თქმით, დღე, როდესაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ამ რეჟიმმა ხერსონსა და ვიშგოროდში საცხოვრებელი შენობების განადგურებით აღნიშნა.

„ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მოვუწოდებთ ყველას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ მიზნით“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...