30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.