Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძე განმარტავს, რატომაა თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი"


თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხესთან, რომელიც ჯერ არ ანთებულა.

"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...