პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა
პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა საკრებულოს წევრებს „სახალხლო ბიუჯეტირების“ პროექტი გააცნო და მისი დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა, განსაზღვროს სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექტში თბილისელთა ინტერესები, რამდენად მიესადაგება მოქალაქეების საჭიროებებს, რამდენად სწორად ხორციელდება პრიორიტეტების განაწილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის, როგორ მოხდება ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება და როგორ დაიხარჯება სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო თანხები.
ბექა ლილუაშილის თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ „სახალხო ბიუჯეტირების“ კანონპროექტი პარლამენტს გასულ წელს წარუდგინა. ინიციატივას პარლამენტის წევრთა მხარდაჭერა ქონდა, მათ შორის მმართელი პარტიის წევრების მხრიდან, თუმცა პოლიტიკური მიზეზით, საპარლამენტო უმრავლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას.
დეპუტატი ბექა ლილუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს წევრების მიერ სახალხო ბიუჯეტირების ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.
„მე იმედი მაქვს, რომ აქ წარმოდგენილი საკრებულო წევრების მიერ, აღნიშნულ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა. თუ რეალურად გვაინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, თბილისელების საჭიროებები, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველობამ უნდა აიღოს ვალდებულება ამ საჭიროებების შესრულებაზე მოქალაქეების უშუალო ჩართულობის გზით“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სახალხო ბიუჯეტირების განხორიცელებასთან დაკაშვირებით, პარტია „საქართველოსთვის“ მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პირველ რიგში მოქალაქეების კმაყოფილებას, მათი კორპუსის, ეზოს, უბნისა თუ ქუჩისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო მეორეს მხრივ თბლისის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ.
სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ გასულ წელს დარეგისტრირდა. ამ ინსტრუმენტის მთავარი უპირატესობაა, რომ იგი ადგენს ფინანსურ ზღვრებს, რომელიც უნდა განაწილდეს სწორედ აღნიშნული ინსტრუემნტის გამოყენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო წლის დასაწყისში უჩნდება საკანონმდებლო ვალდებულება, მაგალითად მომდევნო წლის საორიენტაციო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის არნაკლებ 3%, თბილისის შემთხვევაში ეს შეადგენს არანაკლებ 42 მლნ. ლარს - განკარგოს სწორედ მოქალაქეთა პირდაპირი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით.
1. რა მიზანს ემსახურება სახალსო ბიუჯეტირება, და რომ იგი ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებაა, რომელზეც თავად ამბობენ ეხლა უარს.
მოგესალმებით,
დღევანდელი ჩემი მოხსენების მთავარ მიზეზს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის მსვლელობა წარმოადგენს, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს ყველა თვითმმართველ ერთეულში, მათ შორის დედაქალაქში. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო, ეს არის ერთ-ერთი სწორი დრო ამ შემოთავაზების განსახილველად.
საკრებულოს ქონდა პირველადი შესაძლებლობა, განეხილა დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი. ყოველწლიურად, ეს პროცესი აჩვენებს, რომ საკრებულოში წარმოდგენილ თითეულ დეპუტატს, აქვს საკუთარი მოსაზრება, სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექტში თბილისელთა ინტერესები, რამდენად მიესადაგება იგი ამ ადამიანების საჭიროებებს, რამდენად სწორად ხორციელდება პრიორიტეტების განაწილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის, საბიუჯეტო რესურსების მიმართვა სოციალური უზრუნველყოფის, ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტის, თუ ეკონომიური ინიციატივისთვის რამდენად რელევანტურია ამა თუ იმ საანგარიშგებო პერიოდში.
ეს საკითხები ცხადია აქტუალურია, და პირდაპირ უკავშირდება ე.წ. მოქალაქეებთან დაახლოებული მმართველობის უზრუნველყოფის დოენს ქვეყანაში, რაც განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაშიც, რომელსაც საქართველო 2005 წლიდან მიუერთდა.
მეტიც, საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების გარდა, ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ საქართველოს კოდექსის მე-11 თავი, პირდაპირ განსაზღვრავს მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის გარანტიებსა და ფორმებს. სადაც წარმოდგენილია „დასახლების საერთო კრების“, „პეტიციის“ წარმოებისა და ადმინისტრირების წესები თვითმმართველობებისთვის.
საერთო ჯამში, მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უზრუნველყოფს მოქალაქეთა სათანადო ჩართულობას თვითმმართველობის პროცესში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მექანიზმების გამოყენება ფორმალური ხასიათისაა და რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებს მონეტარულ ზღვრებს, არ ახდენს თვითმმართველობისთვის საკმარისი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებას, მათ შორის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის შედეგებთან, ჩართულობის ზღვრებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება საბიუჯეტო პროცესის განხორციელებას.
ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, საქართველოს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია 2020-2025 წლებისთვის, რომელიც დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ, შედეგიანი თვითმმართველობის განხორციელების სტრატეგიული ამოცანის განხილვისას, ერთ-ერთ ნაკლოვანებად „გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო და კერძო სექტორებთან კონსულტაციების გამართვის მექანიზმების არასრულყოფილება“ -ს ასახელებს, რაც ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია „მონაწილეობითი დემოკრატიის“ განხორციელების დამაბრკოლებელ წინაპირობათ.
მთავრობის მიერ, ამავე სტრატეგიის ერთ-ერთ სტრრატეგიულ ამოცანად, შეფასებულია მონაწილობითი ბიუჯეტირების (სახალხო ბიუჯეტირების) დანერგვა საკანონმდებლო დონეზე.
დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საჯარო ფინანსების, ანუ ბიუჯეტის გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით მართვა წარმოადგენს. სამთავრობო პროგრამით, მთავრობის მიერ აღებულია ვალდებულება, რომ იგი უზურნველყოფს „საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობის და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გაუმჯობესებას“.
2. კონცეფციის განმარტება და მოქმედი არსებული ჩანაწერებთან სხვაობის ახსნა, რატომ იქნება ეს ეფექტიანი.
მოგეხსენებათ, სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ გასულ წელს დარეგისტრირდა. ამ ინსტრუმენტის მთავარი უპირატესობაა, რომ იგი ადგენს ფინანსურ ზღვრებს, რომელიც უნდა განაწილდეს სწორედ აღნიშნული ინსტრუემნტის გამოყენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო წლის დასაწყისში უჩნდება საკანონმდებლო ვალდებულება, მაგალითად მომდევნო წლის საორიენტაციო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის არნაკლებ 3%, თბილისის შემთხვევაში ეს შეადგენს არანაკლებ 42 მლნ. ლარს - განკარგოს სწორედ მოქალაქეთა პირდაპირი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით.
აღნიშნული გამოცდილება, ფართოდ გავრცელებული როგორც განვითარებად, ასევე ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში. სახალხო ბიუჯეტირეების ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონცეფცია, ითვალისიწნებს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის და პორტუგალიის მიდგომას. სადაც ასევე დაწესებულია ე.წ. მონეტარული ზღვრები.
მეტიც, არამხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილებაა აქ მნიშვნელოვანი, საქართელოში განვითარების პარტნიორებთან ერთად 2019-2020 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საპილოტე პროექტად ზუგდიდის, ბათუმის, გორის მუნიციპალიტეტებში. საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდგომ აღნიშნული მექანიზმი შეფასდა წარმატებულად. მეტიც მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს აღნიშნული პროცესის კანონმდებლობით რეგლამენტირება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქ. თბილისში თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ჩართულობის მექანიზმებტან ერთად, არსებობს ე.წ. „შენი იდეა მერს“ პროექტი. თუმცა აღნიშნული არ ითვალისწინებს თვითმმართველობის ნორმატიულ პასუხისმგებლობას, ინიცირებული პროექტის განხორციელებასთან მიმართებით, მათ შორის არ არსებობს ზღვრების დანაწესი, არ არის გაწერილი მხარდაჭერის ზღვრების წინაპირობა და სხვ. ამავდროულად პროექტი არის სტრუქტურიზებული მოქალაქეთა მხრიდან ჩართულობის ინცირებაზე, როდესაც როგორც თვითმმართველობის ევროპული ქარტიაც და მოქმედი ეროვნული სტრატეგიები განსაზღვრავს თვითმმართველობათა პროაქტიულ როლსა და ამისთვის საჭირო შესაბამისი ინსტიტუციური გარმოს არსებობის ვალდებულებას. შედეგად, ამ პროექტის არსებობა მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
გამომდინარე იქედან, რომ ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს მიერ, უარი გამოითქვა ამ ინიციატივის მიღებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რო საკანონმდებლო ინიციატივის სახით, დედაქალაქის საკრებულომ თავად განახორციელოს ამ მექანიზმის დანერგვა.
3. რა მოხდა პარლამენტში, მათ შორის ის, რომ პარლამენტის წევრებმაც ოცნებიდან ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
აქვე მიდნდა ავღნიშნო, რომ ინიციატივას ქონდა პარლამენტის წევრთა მაღალი მხარდაჭერა, მათ შორის მხარდაჭერა დააფიქსირა მმართელი პარტიის 23-მა დეპუტატმა, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა წარმოადგენს ამა თუ იმ ოლქის მაჟორიტარს, ცხადია მათ ესმით აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობა და შედეგიანობა.
სამწუხაროა, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით, იმის გამო, რომ ეს ინიციატივა ჩვენიპოლიტიკური გუნდის მხრიდან იყო ინიცირებული, საპარლამენტო უმრავლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ეს არასაჯაროდაც დაფიქსირდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ცხადია მზად ვართ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა თვილისის შემთხვევაში, დავუთმოთ ქართულ ოცნებას, შემოვიფარგლოთ მხარდაჭერით, მხოლოდ იმიტომ რომ მათ მოეხსნათ რაიმე პოლიტიკური კომპლექსები ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. ბათუმის მაგალითი, სადაც საპილოტედ მიმდინარეობდა ეს პროცესი.
ეს რაც შეეხება, რას ნიშნავს ჩვენი შემოთავაზება, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის განხორციელება, აქაც თბილისისთვის ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიერ დამტკიცებული სახეშეცვლილი მექაიზმების გამოყენება.
ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ, 2021 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა მონაწილეობით ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრა:
• ოველი ფისკალური წლისთვის ბიუჯეტირების მონეტარული ზღვრით დასაფარი პროგრამების არეალი;
• მათ ტერიტორიული თემატური ან შერეული ნიშნით. განისაზღვრა მონაწილეობით ბიუჯეტის განხორციელებაზზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები;
• ძირითადი პრინციპები, რომელზეც დაეფუძნა პროცესი;
• მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
ნომრატიული აქტით განსაზღვრული არ არის მინიმალური ფინანსური ჭერი, რაც შესაძლებელია დადგინდეს ქ. თბილისის შემთხვევაში, მთლიანი მომდევნო წლის ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ის ოდენობით.
პროგრამის განხორციელებას ჭირდება შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგია და მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული რესურსები.
მე იმედი მაქვს, რომ აქ წარმოდგენილი საკრებულო წევრების მიერ, აღნიშნულ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა. თუ რეალურად გვაინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, თბილისელების საჭიროებები, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველობამ უნდა აიღოს ვალდებულება ამ საჭიროებების შესრულებაზე მოქალაქეების უშუალო ჩართულობის გზით.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ამ პროცესის განხორციელებაზე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პირველ რიგში მოქაქეების კმაყოფილებას, მათი კორპუსის, ეზოს უბნისა თუ ქუჩისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებით, ხოლო მეორე მხრივ თბლისის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.