Jump to content
Planeta.Ge

ჯონ ჰერბსტი - ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ, მაგრამ, აშშ-ის მთავრობა სულელი არ არის


ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას.

მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას ნამდვილად არ შეუმცირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შეუქმნას.

„ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, - განაცხადა ჰერბსტიმ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...