Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.033

Warning: პირველი ქართული "კლონი"


atrava

2.348 views

blog-0282808001345048012.pngგიხაროდენ ბატონებო და ქალბატონებო! საქართველომ კიდევ ერთი “ტექნოლოგიური” გარღვევა მოახდინა. პირველად ქართული ელექტრონული მედიის სივრცეში შეიქმნა საიტის კლონი: www.info-9.ge-ს, ტყუპისცალი “ძმა” გამოუჩნდა www.info-9.com.ge-ს სახით. ვიზუალურად საიტები, ერთმანეთისასაგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან, ერთი ორი ნიუანსის გარდა. ამავე დროს კლონს რამდენიმე ძირეული ნაკლი გააჩნია: ჯერ ერთი კლეპტომანია – კლონს საკუთარი მასალები ფაქტიურად არ გააჩნია და სხვა ტელეარხებისა თუ საიტებიდან ქაჩავს ინფორმაციას. შინაარსობრივადაც მოიკოჭლებს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს საიტი არ არის მოწოდებული ოპბიექტური ინფორმაციის მიწოდებისათვის. ამასთან კლონის არსებობა და მის მიერ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ერთს ნიშნავს: დავუშვათ რომელიმე არხმა ამოიცნო საკუთარი ინფორმაცია კლონ–საიტზე, რა თქმა უნდა ის მიმართავს პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ გზას – სასამართლოს. მაგრამ სარჩელში გაიპარება com–ი და სხვის მაგივრად www.info-9.ge-ს მოუწევს პასუხის გაცემა. არ არის გამორიცხული, რომ მან ეს პროცესი წააგოს. ყოველ შემთხვევაში www.info-9.ge დაკარგავს გაუცნობიერებელი მომხმარებლის თვალში ავტორიტეტს.

არ არის გამორიხცული ასევე ის, რომ უახლოეს მომავალში მე–9 არხს, “მაესტროსა” და კიდევ რამდენიმე ტელეარხ გამოუჩნდეს კლონები. აი მაშინ ნახეთ “ტექნოლოგიური” წინსვლები.

1 Comment


Recommended Comments

ეგ ნაცების ნამომედარია. ეუკვე ბევრი ეგეთი კლონია ინტერნეტ სივრცეში. ეგ კი არა ფეისბუქის მტავარ გვერდზე სპონსორადაცაა, ანუ რეკლამასჰი გადახდილია ფული ბიზინას კლონზე. გაიცანით ივანიშვილი ქვია.
ლინკი
×
×
  • შექმენი...