რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.