Jump to content
Planeta.Ge

რუმინეთის პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ


მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

„შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. დამატებითი პრობლემა არის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, რაც მოიცავს საკვანძო ასპექტებს, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებასა და საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

კლაუს იოჰანისსა და იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.

1tv

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...