ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული „პოზიტიური ნაბიჯია“.
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმოამდგენლობა საქართველოში „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ვენეციის კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.