Jump to content
Planeta.Ge

კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ


კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.

„უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს.

"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკეტების "წვიმისა" და ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, 26-27 ნოემბერს კიევში იმყოფებოდნენ ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...