Jump to content
Planeta.Ge

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს.

მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს.

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინულ კანონზე და ამზადებს დასკვნას, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს, ვენეციის კომისია კი პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...