Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.177

არჩევნები მოდის!


atrava

1.303 views

ყველამ კარგად თუ როგორ მრავლდება წვიმის შემდეგ სოკოები…საქართველოში ასეთი რამ ადამიანებზეც შეიძლება ითქვას: აგერ უკვე ოც წელზე მეტია, რაც ყოველი არჩევნების წინ ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანები სოკოებივით მრავლდება. აღმშენებლობითი პროცესი კი მიმდინარეობს საქარელოში, მაგრამ იმდენი ახალი მისართი ჩნდება, რომ გაკვირვებისაგან თვალები ლამის ორბიტიდან ამოუვარდეს ადამიანს.

დავიწყოთ ელემენტარულიდან: საარჩევნო ოლქების პირველი სხდომებით. ამონაწერი კოალიცია “ქართულის ოცნების” ქ. ბათუმის შტაბის პრესრელიზიდან:

2012 წლის 12 აგვისტოს, 17 საათზე შედგა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის პილი გამწესრიგებელი სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკითხი სააღცევნო უბნების დამისამართების და მათი საზღვრების შესახებ. სხდომაში მონაწილეობდნენ კოალიცია “ქართული ოცნებაში”-ში შემავალი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები: მერი ცენტერაძე და სოფიო კონცელიძე…

ცენტერაძისა და კონცელიძის მიერ დაყენებული საკითხები უბნების ნუმერაციის განმეორებისა და არარსებული სენობა ნაგებობების შესახებ არ იქნა გაზიარებული კომისიის არც ერთი, მათ შორის “ოპზიციური” წევრების მიერ. რადგან არ შეისწავლეს აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მერი ცენტერაძემ და სოფიო კონცელიძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ხელისუფლების წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ერთხმად დამტკიცდა, “ოპოზიციამ” ნაცმოძრაობას დაუჭირა მხარი.

ერთი შეხედვით ბევრი არაფერი მომხდარა, მმართველმა პარტიამ “მტრების” ჯინზე თავისი გაიტანა და ოპოზიციაც დაარწმუნა თავის სიმართლეში, ერთი გარემოება რომ არა: საოლქო საარჩევნო კომისიის განმწესრიგებელი სხდომები ჩატარების ბოლო ვადა 12 აგვისტოს 18 საათზე იწურებოდა. რატომ არ დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი სხდომა რამდენიმე დღით ან უარეს შემთხვევაში რამდენიმე საათით ადრე? ეს კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.

მეორე მომენტი: აღმოჩნდა რომ ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა 109 ნომრით მთავრდება. არადა ბათუმელებმა კარგად იციან, რომ ეს ქუჩა ბოლოვდება მხოლოდ 75 ნომრით. ეტყობა არც კაციტაძის კომისიის ძალისხმევამ გამოიღო შედეგი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ბინაში იყვნენ ჩაწერილნი და ფაქტიურად სხვაგან ცხოვრობენ კვლავაც ისარგებლებენ ამ უბანში ხმის მიცემის უფლებით. არის ასევე შემთხვევა, როდესაც ერთ ბინაში ჩაწერილი რამდენიმე ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ და აგერ უკვე მრავალი წელია რაც არ ცხოვრობენ ბათუმში, აღმოჩნდა რომ ამ ადამიანებსაც “არ დაუკარგეს” არჩევანის უფლება. მათ კვლავაც “შეუძლიათ” ხმის მიცემა…

ამასთან ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა ძალიან გაზრდილია. იმდენად, რომ სავარაუდოდ ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში…

ხუმრობა ცალკე იყოს, მაგრამ ყოველივე ზემოთთქმულიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ხელისუფლება (იგულისხმე “ნაცმოძრაობა”) არჩევნების სერიოზული გაყალბებისათვის ემზადება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...