Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას.

გენშტაბის განცხადებით, ისევ არსებობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

 

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...