Jump to content
Planeta.Ge

არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ორ თვეში ოთხი სამართალდამცავი ამხილეს


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს.

გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი:

  • 2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში მხილებულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. იგი დაკავებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა - 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის;
  • 2022 წლის ნოემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო;
  • 2022 წლის 20 აგვისტოს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ერთ-ერთი პატიმარი მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს და სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა - პაციენტმა თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა (სამსახურებრივი გულგრილობა);
 
  • 2022 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა ქალის ქმარს ინტიმური ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა. ინსპექტორი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა).

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...