Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს


რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.

„გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ცალკეული შენაერთების გადასროლა მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...