რეჟიმის კრიტიკის გამო, ირანში დააპატიმრეს ხამენეის დისშვილი
ირანში დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს".
ფერიდე მორადხანი არის წარმომადგენელი ოჯახის განშტოებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია უპირისპირდება ირანის კლერიკალ მმართველებს, თავად მორადხანი აქამდეც ყოფილა დაპატიმრებული ირანში.
მისმა ძმამ, მაჰმუდ მორადხანიმ ტვიტერით დაწერა, რომ ფერიდე მორადხანი დააპატიმრეს 23 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ის გამოძახების საფუძველზე პროკურორის ოფისში მივიდა. შემდეგ, 27 ნოემბერს, მისმა ძმამ იუტუბით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფერიდე მორადხანი გმობს "აშკარა და ღია რეპრესიებს" ირანელი ხალხის წინააღმდეგ.
ფერიდე მორადხანის დედაა ხამეინის და, სახელად ბადრი, რომელსაც ოჯახთან 1980-იან წლებში მოუვიდა კონფლიქტი და შემდეგ საცხოვრებლად ერაყში გადავიდა, სადაც შეუერთდა თავის ქმარს, დისიდენტ სასულიერო პირ ალი თეირანის.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.