Jump to content
Planeta.Ge

„ენერგოატომის“ პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსული ძალები შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან


უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება, მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ გადაცემა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბარგს ალაგებენ და რომ იპარავენ ყველაფერს, რისი პოვნაც შეუძლიათ“, – განაცხადა „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა.

როგორც კოტინმა აღნიშნა, ჯერ ადრეა თქმა, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს სადგურს ტოვებენ, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ ისინი ემზადებიან. მან ასევე განმარტა, რომ რუსეთის ძალებს სავარაუდოდ დანაღმული აქვთ სადგურის ტერიტორია.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...