უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა
ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.
როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.
„უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.