„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.
შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება.
„ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა. ამისათვის შევთანხმდებით უფრო ეფექტიან კოორდინაციაზე“, – განაცხადა გერმანელმა მაღალჩინოსანმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.