ჩინეთის ქალაქ შანხაიში მოსახლეობამ კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“.
მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს.
მედიის ცნობით, ხანძრის შემდეგ გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, ხელი შეუშალა თუ არა ჩინეთის მკაცრი „ლოქდაუნის“ პოლიტიკამ მოსახლეობის ევაკუაციას.
საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სინძიანის პროვინციაში ეტაპობრივად შეამსუბუქებენ ერთთვიან „კოვიდლოქდაუნს“.
როგორც მედია წერს, ჩინეთის მასშტაბით, კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა განგრძობადმა “ლოქდაუნებმა“ არაერთ დიდ ქალაქში, იშვიათი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ცნობისთვის, ჩინეთის მრავალი ქალაქი თვეების განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში იმყოფება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.