Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში "თითქმის სრულად" აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება


კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს.

ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო".

რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

23 ნოემბერს რუსეთმა ათობით რაკეტით ამოიღო მიზანში უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, რამაც დიდი ზიანი გამოიწვია.

რადიო თავისუფლება

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...