Jump to content
Planeta.Ge

მონაზონი, რომელსაც დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული


მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა დღეს, მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, მონაზონი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...