პარლამენტთან ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს
პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დევიზით - „დაანთე სანთელი“
აქციის ორგანიზატორი “უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია” იყო. მისი ხელმძღვანელის, კატერინა კოზაკის განცხადებით, 90 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ქმედებებით გამოწვეული მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი - უკრაინული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. ჰოლოდომორს მსოფლიოს 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გენოციდად აღიარებს.
„აქცია ეძღვნება ყველა იმ მსხვერპლის მოხსენიებას, რომელიც უკრაინაში შიმშილობით გარდაიცვალა. ეს წელი საკმაოდ დრამატულია. გვესმის, რომ ისტორია მეორდება. რუსეთი ჯერ კიდევ აწყობს ტერორს უკრაინაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას”, - თქვა კატერინა კოზაკმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.