10 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1,775 მლრდ ლარი შეადგინა
2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
- იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
- თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
- მარტი - 110,181 მლნ ლარი;
- აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
- მაისი - 159,034 მლნ ლარი;
- ივნისი - 154,156 მლნ ლარი;
- ივლისი - 292,462 მლნ ლარი;
- აგვისტო - 168,049 მლნ ლარი;
- სექტემბერი - 235,523 მლნ ლარი;
- ოქტომბერი - 243,143 მლნ ლარი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 708,335 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 504,258 მლნ ლარი. ოქტომბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 431,504 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, ოქტომბერში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,355 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 114,974 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 49,871 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
BPN.GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.