ხაშურის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერში, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით რამდენიმე პირი შეიჭრა - დაშავებულია მონაზონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულს ტვინის შერყევა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.