Jump to content
Planeta.Ge

"ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის" ირანში ცნობილი ფეხბურთელი დააკავეს


ირანში ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვურია ღაფური დააკავეს. მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა" ედება. ღაფური ღიად უჭერს მხარს ირანის დემოკრატიზაციას, ქალთა უფლებების დაცვას და იზიარებს იმ მომიტინგეების მოთხოვნებს, რომლებიც სექტემბრიდან მართავენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. ღაფური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირანელი სპორტსმენია.

ვურია ღაფური ეკუთვნის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანში ავიწროებენ. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ირანის დემოკრატიზაციაზე საუბრობდა. კერძოდ, ის წინააღმდეგი იყო იმ გადაწყვეტილებისა, რომლითაც ქალებსს აეკრძალათ სტადიონზე ყოფნა და მამაკაცების საფეხბურთო მატჩების ყურებაა. ღაფური უპირისპირდება ირანის საგარეო პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანას საერთაშორისო სანქციები მოუტანა. ქურთული წარმომავლობის 22 წლის უფლებადამცველი მაჰსა ამინის სექტემბერში გარდაცვალების შემდეგ, ღაფურმა თანაგრძნობა გამოხატა ოჯახის მიმართ და არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მომიტინგეებისადმი.

თავისი საზოგადოებრივი პოზიციის გამო, ღაფური გასულ წელს საფეხბურთო კლუბ „ესტეღლალის“ კაპიტნის პოსტიდან დაითხოვეს და ასევე არ იქნა შეყვანილი ნაკრების შემადგენლობაში.

ხუთშაბათს ირანის პოლიციამ ღაფური ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ქურთულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მა დაადასტურა. სხვა დეტალები მისი ადგილმდებარეობის შესახებ უცნობია.

  • ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...