ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.
„ერთად ჩვენ გადავლახავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ გზას, გადავლახავთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელები გავრცელებულ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.