Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.051

შეუცდომელი არავინაა


atrava

1.910 views

  

5 members have voted

  1. 1. საჭიროა თუ არა რომ ჟურნალისტმა იცოდეს ქართული ენის გრამატიკული ნორმები?

    • კი
      5
    • არ არის სავალდებულო
      0
    • არა
      0
    • მიჭირს პასუხის გაცემა
      0
  2. 2. მიგაჩნიათ თუ არა დახვეწილად ტელეჟურნალისტების ლექსიკა?

    • მიმაჩნია
      2
    • უფრო დახვეწილი შეიძლება იყოს
      0
    • საერთოდ დაუხვეწავია
      2
    • მიჭირს პასუხის გაცემა
      1

შეუცდომელი არავინაა, მით უმეტეს ჟურნალისტები. მე როგორც ჟურნალისტს გული მწყდება იმაზე რომ ძალიან ბევრ ჟურნალისტს ისეთი შეცდომები მოსდის (ეს განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში ხდება), რომელთა გამოც აღებული ფრაზა სულ სხვა კონტექსტით იკითხება. ამას გარდა, ძალიან ბევრ ჟურნალისტს სიტყვის მარაგი აკლია და და მისი სიუჟეტები ბარბარიზმებითაა სავსე.

გთავაზობთ მცირე გამოკითხვას მოცემულ პრობლემაზე

8 Comments


Recommended Comments

ეს ამბავი გუშინ არ დაწყებულა....როდესაც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულში მოკვდა კრიტიკა(ცხონებული აკაკი ბაქრაძესთან ერთად). ეს ჯერ ლიტერატურას დაეტყო მოგვიანებით ჟურნალისტიკას....დღეს ფაქტიურად ქართული ჟურნალისტიკა არ არსებობს მცირე გამონაკლისის გარდა მაგალითად დავით პაიჭაძე და ალბათ გამიჭირდება 3-4 გვარის ჩამოთვლის შემდეგ ვინმეს დასახელება....საქმე მხოლოდ ბარბარიზმებს რომ ეხებოდეს კიდევ აიტანდა კაცი.....ჟურნალისტების უმრავლესობა მწყრალადაა გეოგრაფიასთანაც ისტორიასთანაც რელიგიასთანაც და რაც მთავარია ტაქტის და მიუკერძოებლობის მცნებებთან რის სათავეებთანაც პირობითად შეიძლება ინგა გრიგოლია და დავით აქუბარდია დავაყენოთ....მე რომ მკითხონ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი პირველი მაგალითი ალბათ აქუბარდია იქნებოდა....
ლინკი
ხოლო სერიოზული ანალიტიკური აზროვნების მქონე ექსპერტ-ჟურნალისტებზე როგორიც მაგალითად რუსეთში მატვეი განაპოლსკი, იულია ლიტინინაა, პავლე ფელგენგაუერი და მსგავსნი არიან(ამერიკელებზე და ფრანგებზე აღარ ვსაუბრობ) ოცნებაც კი ძნელია საქართველოში.....როგორც რომაელები იტყოდნენ " Cacatum non est pictum" დაჯღაბნილი დახატული არაა....და ეს მოლაპარაკე თავები უკლებლივ ყველა მედიაში ჟურნალისტები არ არიან...
ლინკი
სანამ ჩვენი მასმედია გაჯერებული იქნება სენსაციების ან მძიმე–მძიმე სიტუაციების ძიებით, ანალიტიკური აზროვნების ჟურნალისტები არ გვეყოლება. ეტყობა ჭორის აგორება უფრო აინტერესებთ და ფიქრობენ, რომ იგივე აინტერესებს საზოგადოებას. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ობივატელისათვის ცინცხალი საჭორაო ამბავი უფრო მისაღებია ვიდრე ანალიტიკა
ლინკი
არა უბრალოდ ვინც ამ მოლაპარაკე თავების მომხმარებელია -ეს აკმაყოფილებს და მდგომარეობა ამ მიმართულებით უკვე აღარ შეიცვლება,,,,ეს შემდგარი ფაქტია...
ლინკი
ჩემი აზრით, იქ სადაც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ნაცვლად, საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციას წერენ აბრაზე სასიკეთოს არაფერს უნდა ელოდე
ლინკი
თქვენი არ ვიცი მაგრამ, ერთი ცალხელა ესპანელის შესახებ გამიგია უარეს ამბებს ეგუებოდა, თუმცა ღირსებით და გონებით ამ წინადადების ავტორს რამოდენიმე მილიონჯერ აღემატებოდა...
ლინკი
×
×
  • შექმენი...