Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს


ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების გამო მიიღო“.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო“, - აცხადებს გიორგი ნემსაძე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...