Jump to content
Planeta.Ge

გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში სახალხო ბიუჯეტირების ინიციატივით გამოდის


თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“
ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.
 
"მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით.
დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაუახლოვდეს, უახლოეს მომავალში კი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის განვითარება, რაც ევროპული დემოკრატიის საფუძველია!
მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირებისა და საბიუჯეტო პრიორიტეტების შერჩევაში აპრობირებული და წარმატებული პრაქტიკაა ევროპის ბევრ ქვეყანაში და მიზანშეწონილად მიგვაჩნია ანალოგიური პრაქტიკის საქართველოს მუნიციპალიტეტებში და რა თქმა უნდა თბილისის მუნიციპალიტეტში დანერგვა" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
 
 
მისი თქმით, სახალხო ბიუჯეტირება აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები მაქსიმალურად დაუახლოვდეს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
" „სახალხო ბიუჯეტირება“ აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები მაქსიმალურად დაუახლოვდეს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამისათვის, კი ბიუჯეტში უნდა გამოიყოს „სახალხო ბიუჯეტირების“ კვოტა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3 პროცენტისა.
ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მოქალაქეთა პირდაპირი და აქტიური ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში.
აქვე ვაზუსტებ, რომ „სახალხო ბიუჯეტირება“ არ გულისხმობს ახალი ფინანსური ხარჯების გაწევას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ბიუჯეტიდან, არამედ ეს იქნება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის ახალი ფორმა მოქალაქეთა ფართო ჩართულობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3 პროცენტის ფარგლებში"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
 
ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრები საკრებულოს დეპუტატებს "სახალხო ბიუჯეტირებასთან" დაკავშირებით, პარტიის
ხედვას, 29 ნოემბერს გააცნობს.
 
"მინდა ყველა მოგიწვიოთ სამშაბათს, 29 ნოემბერს, 2 საათზე, ბიუროს დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდთან ერთად დეტალურად გაგაცნობთ „სახალხო ბიუჯეტირების“ დანერგვის ჩვენეულ ხედვას.
მადლობელი ვიქნებით, თუ როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას ექნება საკუთარი მოსაზრებები და შევძლებთ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებითა და საჭიროებებით იქნება" - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
 
საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "თბილისი საქართვოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე თერჯოლაში მომხდარ მძიმე დანაშაულს გამოეხმაურა და საკრებულოს წევრებს ფემიციდის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა.
 
"უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო გუშინ თერჯოლაში მომხდარ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულს, ქალის მიმართ მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და სასტიკი ფორმით ანგარიშსწორების მორიგ ფაქტს, რაც სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და სამწუხაროდ ამ დღესაც მორიგი მსხვერპლით ვხვდებით! ფემიციდი არის უმძიმესი დანაშაული, რომლის წინააღმდეგ საჭიროა აქტიური მოქმედება! ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ კამპანიაში" - განაცხადა გიორგი
შარაშიძემ.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...